საქართველო

საქართველოში სამედიცინო მომსახურების დონე მუდმივად უმჯობესდება, ამიტომ ქვეყანა ყოველწლიურად უფრო მეტად მიმზიდველი ხდება სპონსორი კომპანიებისათვის. 2000 წლიდან საქართველოში დაიწყო ჯანდაცვის სისტემის რეორგანიზაცია. საბჭოთა მოდელი მოიაზრებდა დიდი ზომის მულტიპროფილურ სტაციონარებს, რომლებიც 2005 წლიდან ჩანაცვლდა მრავალი, კერძო, მცირე ზომის მონოპროფილური კლინიკით. 2010 წლისთვის ახალი კლინიკების რაოდენობამ 200-ს გადააჭარბა.

საქართველოში 15 წელიწადზე მეტია ტარდება კლინიკური კვლევები.  დღეისთვის, საქართველოში ჩატარდა 300-ზე მეტი საერთშორისო მულტიცენტრული კლინიკური კველევა. აღსანიშნავია, რომ კლინიკური კველვების დარეგისტრირება მარეგულირებელ ორგანოებში უმრავლეს ქვეყნებთან შედარებით, საქართველოში მარტივად და სწრაფად ხორციელდება.