მენეჯმენტი

ნინო შავდია, MD

დირექტორი

ექიმი-დერმატოლოგი. კომპანიის გუნდს შეუერთდა 2012 წელს, როგორც კვლევის კოორდინატორი. 2014 წლიდან იკავებს პროექტის მენეჯერის თანამდებობას, მისი ზედამხედველობით ჩატარებულია დაახლოებით 10 პროექტი.

თამთა მახარაძე, MD

პროექტების მენეჯერი

კლინიკური ონკოლოგი. 2008 წელს შეუერთდა კომპანიის გუნდს, როგორც კვლევის კოორდინატორი. 2014-2015 წლებში მუშაობდა CRO-ში მარეგულირებელი საკითხების წამყვან სპეციალისტად და იყო 5 კლინიკური კვლევის მონიტორი. 2015 წლიდან დაბრუნდა SMO-Pharmina-ში, როგორც პროექტის მენეჯერი. მისი ზედამხედველობის ქვეშ ჩატარდა 20 კლინიკური კვლევა და 10-ზე მეტი სპონსორის და CRO-ს აუდიტი.

ტატა ჭანტურია, PhD

ხარისხის მართვის დირექტორი

ფარმაცევტ კლინიცისტი. ფარმაცევტულ მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი. ევროპის ხარისხის ორგანიზაციის ხარისხის მენეჯმენტის სისტემის აუდიტორი. /ბრიუსელი. 2009/  SMO-Pharmina-ს ხარისხის მართვის დირექტორი 2016 წლიდან. აქვს  ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროსა და მსხვილ ფარმაცევტულ კომპანიაში მუშაობის თვრამეტწლიანი გამოცდილება, ექსპერტისა და ხარისხის მართვის მენეჯერის პოზიციაზე.

ნინო ებრალიძე

ფინანსური მენეჯერი

შეუერთდა კომპანიის გუნდს 2016 წელს და პასუხისმგებელია კვლევებთან დაკავშირებული ფინანსური ოპერაციების მართვაზე. აქვს სხვადასხვა ორგანიზაციაში მუშაობის 10-წლიანი გამოცდილება, რომელთაგან 4 წელი მუშაობდა, როგორც ფინანსური დეპარტამენტის უფროსი.

დონარა კინწურაშვილი

ლაბორატორიის გამგე

2017 წლიდან იკავებს SMO-Pharmina-ს ლაბორატორიის გამგის თანამდებობას. აქვს კლინიკურ და მორფოლოგიურ ლაბორატორიებში მუშაობის 12-წლიანი გამოცდილება, რომელთაგან 3 წელიწადი მუშაობდა ადმინისტრაციულ პოზიციებზე.

ანნა სახვაძე

საწყობის უფროსი ფარმაცევტი

2016 წლიდან იკავებს ფარმაცევტული საწყობის უფროსი ფარმაცევტის თანამდებობას. აქვს აფთიაქში და ფარმაცევტულ საწყობში მუშაობის 5 წლიანი გამოცდილება.