GCP ტრენინგი

უკან დაბრუნება

SMO-Pharmina სთავაზობს მსმენელებს GCP ტრენინგ პროგრამას, რომელიც აკრედიტირებულია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს მიერ. ამასთანავე, ჩვენი ICH E6 კარგი კლინიკური პრაქტიკის ტრენინგი აკმაყოფილებს  ICH GCP მკვლევართა ტრენინგის  მინიმალურ კრიტერიუმებს, რომლებიც განსაზღვრულია TransCelerate BioPharma-ს მიერ GCP ტრენინგის ორმხრივი აღიარებისთვის  სპონსორი კომპანიებიებისთვის. მსმენელებს, რომლებიც წარმატებით დაასრულებენ ტრენინგს გადაეცემათ საერთაშორისო სერტიფიკატი.

GCP ტრენინგი მოიცავს კარგი კლინიკური პრაქტიკის მიმოხილვას ICH GCP-ს საერთაშორისო სახელმძღვანელოს E6 (R2) 2016 წ. მიხედვით და წარმოდგენილია შემდეგი თემებით:

1. ჰარმონიზაციის საერთაშორისო კონფერენციის კარგი კლინიკური პრაქტიკის პრინციპები
2. კლინიკურ კვლევაში მონაწილე ძირითადი მხარეები და მათი ფუნქციები
3. დამოუკიდებელი ეთიკური კომისია
4. მკვლევარის როლი კლინიკურ კვლევაში და მისი ფუნქციები
5. ვალიდური ინფორმირებული თანხმობა
6. საკვლევი პროდუქტის 
7. გვერდითი მოვლენები
8. რანდომიზაცია და პაციენტის ელექტრონული სამედიცინო ბარათის წარმოება 
9. სამედიცინო ჩანაწერების და კვლევის სხვა დოკუმენტების წარმოებისა და შენახვის წესები
10. კლინიკური კვლევის პროტოკოლის და მკვლევარის ბროშურა
11. კლინიკური კვლევის მონიტორინგი და აუდიტი
 

თეორიულ მასალასთან ერთად, პროგრამა მოიცავს პრაქტიკულ დავალებებს და ჯგუფურ აქტივობებს, რომლებიც მომზადებულია საქართველოში კლინიკური კვლევების წარმართვით მიღებული 10 წლიანი გამოცდილების გათვალისწინებით და ზუსტად პასუხობს მსმენელთა საჭიროებებს.

სასწავლო კურსი მომზადებულია ქართულ ენაზე და წარიმართება ესემო-ფარმინას მაღალკვალიფიციური სერტიფიცირებული ტრენერების მიერ, რომლებიც არიან არაერთი საერთაშორისო GCP სერტიფიკატის მფლობელი და პარალელურად, ეწევიან პრაქტიკულ საქმიანობას კლინიკური კვლევების დარგში.

GCP-ს ძირითადი პრინციპები